ქართული დაფნა

დაფნის ფოთოლი - მახასიათებლები
 
 

„ქართული დაფნა“ აწარმოებს ხუთი სახის მაღალი ხარისხის დაფნის ფოთოლს, როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი შრობის შესაძლებლობით მთელი წლის განმავლობაში. ფოთლების დახარისხება ხდება ზომის, ფერის და ზოგადი მახასიათებლების მიხედვით, რის შედეგადაც მიიღწევა ყველაზე მკაცრი საწარმოო მოთხოვნებით განსაზღვრული ან უფრო მაღალი სტანდარტები. დაფნის ფოთლები 10-15 კილოგრამიან მუყაოს ყუთებში ან 25-30 კილოგრამიან ტომრებში იფუთება.

მიერ წარმოებული და შეფუთული დაფნის ფოთოლი ყველა სახის მოთხოვნას აკმაყოფილებს. შედარებით უფრო რთული საწარმოო მოთხოვნების პირობებშიც კი, იმისდა მიხედვით მთლიანი უნდა იყოს ფოთოლი, დამტვრეული თუ დაფქული, პროდუქტი კონკრეტულ მოთხოვნაში მითითებული მახასიათებლების ზედმიწევნით დაცვით მზადდება და იფუთება.

„ქართული დაფნის“ მიერ წარმოებული დაფნის ფოთოლი ექსპორტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამჟამად კომპანია ემსახურება და რეგულარულად აწვდის თავის პროდუქციას უკრაინას, პოლონეთს, ჩინეთს, სამხრეთ კორეას, რუსეთს და ყაზახეთს. შესაბამისი შეკვეთის არსებობის შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია სხვა ქვეყნებსაც მიაწოდოს თავისი პროდუქცია.

 
 
 
 

ქართული დაფნა

დაფნის ფოთოლი-გამოყენება

დაფნის ფოთოლს აქვს სასიამოვნო არომატი და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს კულინარიაში მისი აქტიურად გამოყენების გამო. „სიამოვნების მოგვრის ჩემპიონად“ აღიარებული „ქართული დაფნის“ დაფნის ფოთოლი განსაკუთრებულ გემოს და ინტენსივობას მატებს ყველა სახის საკვებს, სუპებს, მოშუშულ კერძებს, ხორცს, ზღვის პროდუქტებს, ბოსტნეულის კერძებს. ის განსაკუთრებით უხდება ხმელთაშუა ზღვის, ფრანგულ, ინდურ და ამერიკულ სამზარეულოებს.

გარდა მისი ფართო გამოყენებისა კულინარიაში, „ქართული დაფნის“ დაფნის ფოთლის სურნელი მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის, როგორც ყვავილების არომატული ნაკრების, სურნელოვანი სითხეების და სხვა არომატული პროდუქტების დანამატს. დაფნის ფოთოლი ასევე გამოიყენება სხვა არომატულ ნაერთებში, მაგალითად, კოსმეტიკურ ნაწარმში, ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებში, ნატუროპათიურ, პირის ღრუს სავლებ საშუალებებსა და სუნამოებში.

მაშინ როცა დაფნის ფოთოლი ადამიანებისთვის მიმზიდველია მისი სურნელების გამოც, ის ამავე დროს არის დაბალხარჯიანი, ეკოლოგიურად სუფთა მწერსაწინააღმდეგო საოჯახო საშუალება. ყველა მწერთან მიმართებაში შესაძლოა დაფნის ფოთოლს ერთნაირად კარგი ეფექტი არ ჰქონდეს, მაგრამ მღრღნელებსა და მრავალი სახის მწერზე მისი ეფექტი შედეგებით არის დადასტურებული.